logo
ENG



საკონსტიტუციომ კვოტირების შესახებ გირჩის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო

07 აგვ 202016:29
3 წუთის საკითხავი
 
ogb3458fqonjh70.jpg

საკონსტიტუციო სასამართლომ კვოტირებასთან დაკავშირებით გირჩის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტიის წევრები ავრცელებენ.

კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს გირჩმა სარჩელით 10 ივლისს მიმართა. პარტია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარტიები ვალდებული არიან, სიაში ყოველი მე-4 ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს, მათთვის უფლებების შეზღუდვაა.

"მიუხედავად იმისა, რომ გირჩს პარტიულ სიას კონკრეტული მხარდამჭერების და ამომრჩევლების მხარდაჭერა უკვე აქვს, გირჩს მაინც არ მიეცემა საშუალება დარეგისტრირდეს არჩევნებზე, თუ კვოტების რეგულაციას არ დაემორჩილება. პარტიებისთვის ასეთი შეზღუდვის დაწესება ხელს უშლის როგორც მათ პასიურ საარჩევნო უფლებას, ასევე ამომრჩევლების ნების თავისუფლად გამოხატვას

"გირჩის" შემთხვევაში პარტიულ სიას პარტიის პარტნიორები ადგენენ და სია ისე კომპლექტდება, როგორც მათ წარმოუდგენიათ სწორი და სამართლიანი. პარტნიორი კი ხდება ყველა ის ადამიანი, ვისაც "გირჩისთვის" თუნდაც 1 ცენტი შეუწირია, ან 1 ცენტის საქმე გაუკეთებია. ყოველი ასეთი ადამიანი, 1 ცენტის შესაბამისი წვლილის გაკეთებისას, "გირჩის" 1 აქციას, 1 GeD-ს (Georgian Dollar) იღებს" , - წერდნენ პარტია გირჩის წარმომადგენლები.


close დახურვა